23:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 12:26:49, 827 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი უკრაინა-ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვაზე - „რესპუბლიკელების“ მოთხოვნები პოლიტიკური შანტაჟია

"რესპუბლიკელების“ მოთხოვნები პოლიტიკური შანტაჟია, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტის დაბლოკვას.

ბაიდენის თქმით, "რესპუბლიკელები" უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტით იმუქრებიან, თუკი ისინი ვერ შეძლებენ მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას.

"რესპუბლიკელები" კონგრესში იმუქრებიან უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტით, თუ ვერ შეძლებენ მათი უკიდურესად მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს სუფთა პოლიტიკური შანტაჟია. ფსონი ძალიან მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი ზღვარზე არსებული პოლიტიკური ბალანსისთვის", - წერს ბაიდენი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. 

კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები არქონა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics