|
2023-12-06 15:43:55, 1501 ნახვა
რეგიონი
2023 წელს, აჭარა 30-მდე ტურისტულ გამოფენასა და საერთაშორისო ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი
წელს, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს 30-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანის, დუბაის, პარიზის, ბარსელონას, პრაღის, ვენის, ბუდაპეშტის გამოფენები. „გარდა გამოფენებში მონაწილეობისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა პრეზენტაციები, მიღებები და სპეციალური საღამოები სკანდინავიის ქვეყნებში, უნგრეთსა და ისრაელში. დეპარტამენტმა ნოემბრის განმავლობაში, აჭარის ტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და მიმართულებების პოპულარიზაცია ბარსელონას, ვარშავისა და ტაშკენტის ტურისტულ გამოფენებზე განახორციელა. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო სააგენტოების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან. მათთან თანამშრომლობით, უწყება 2024 წელს, აჭარაში პრეს და ინფოტურების ორგანიზებას გეგმავს, რის ფარგლებშიც მომზადდება ტურისტული პაკეტები, დაიწერება სტატიები, ბლოგები და გაკეთდება სიუჟეტები, გადაცემები აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ღონისძიებებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მოანაწილეობდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)