20:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 17:15:56, 748 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე ჯარისკაცების სამოსზე - მობრძანდით, აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ "ტვ პირველის" ეთერში გასულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ჯარს უხარისხო ფორმები მიეწოდება, "რადიკალური სიცრუე" უწოდა. 

ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან "დელტა ტექსტილზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ სსიპ-ის მიერ დაფუძნებული შპს სამართლებრივად მიღებული პრაქტიკაა და შესაბამისად, შესაძლებელია მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაც.

"გამახვილებული იყო ყურადღება ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც, რაც ასევე რადიკალური სიცრუეა. ჩვენ პანდემიის პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს საწარმო ჰქონდეს. კორონას პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, ბევრი თურქული საწარმო დაიხურა, ბევრმა წარმოება შეამცირა. რაღაც პერიოდში საჭირო ნივთების მიღება გაგვიჭირდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და შევიძინეთ უკვე ამუშავებული საწარმო, სადაც 100 თანამშრომელი იყო და დღეს 600-მდე ადამიანია დასაქმებული. მობრძანდით, აიღეთ ნებისმიერი ტანსაცმელი, მაგალითად, ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება...

რაც შეეხება „დელტა ტექსტილს", აქ იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან, თუნდაც ჯარისკაცების ახლობლებისგან და იმდენად მოსწონს ყველას წარმოებული პროდუქტის ხარისხი, რომ "ონლაინ" მაღაზიის გაკეთებასაც ვფიქრობთ. ზოგადად, პოპულარიზაციისთვისაც ცუდი არ იქნება, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეცმევათ სპორტულები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო ან თავდაცვის ძალები ეწერება“,- თქვა ბურჭულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics