22:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 15:16:11, 795 ნახვა

საზოგადოება
პროკურორებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ახალციხეში შეხვედრა გამართეს

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ახალციხის მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, ღონისძიებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics