|
2023-12-01 16:50:10, 1626 ნახვა
რეგიონი
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ დახურვის ღონისძიება გამართა
აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის" დახურვის ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის დასაქმების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, გერმანიის საელჩოს, ჰანზას პარლამენტის, საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. "ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. „ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვისათვის განხორციელებული საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების წარდგენა, საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და შენობა ნაგებობების მოვლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე მსჯელობა. ღონისძიების დასასრულს „შენობა-ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის“ პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულთა და ბათუმის ბაღების გაერთიანების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)