23:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 11:05:13, 632 ნახვა

საზოგადოება
გენეტიკური რესურსების დაცვის მიზნით, გენბანკი ახალი ნიმუშებით შეივსო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვის და კონსერვაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობას.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, მარცვლოვანი კულტურების ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით, ცენტრის წარმომადგენლებმა იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან მარცვეული კულტურების 102 ნიმუში შეაგროვეს.

"ექსპედიციის ფარგლებში შეგროვებული სიმინდის 68, ლობიოს 30 და სოიას 4 ნიმუში პირველ ეტაპზე შრობის პროცესს გაივლის და გენბანკისთვის მომზადდება. 

მარცვლოვანი კულტურების ტრადიციული ჯიშების ნიმუშების შეგროვება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სამინზე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა და გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრებაა. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში, შეგროვებულია 208 ნიმუში, აქედან სიმიდნის 90, ლობიოს 100, სოიას 4, ძაძას 1, მუხუდოს 1 და ცულისპირულის 1 ნიმუში",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics