|
2023-11-24 15:44:15, 1102 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ფესტივალ „განდაგანაზე“ „მგზავრები“, „თამადა“ და სხვა მუსიკალური ჯგუფები იმღერებენ
„მგზავრები“, „თამადა“ „გორდელა“, „ბანი, „რანინა“ იმ მუსიკალური ჯგუფების მცირე ჩამონათვალია, რომელებიც ამ უქმეებზე ბათუმში ფესტივალ „განდაგანა“-ზე იმღერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ორი დღის განმავლობაში, საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი. "წელს, ფესტივალ განდაგანას ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც წელს „გარდენია შევარდნაძე“-ს დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში აჭარული ყოფისთვის დამახასიათებელი მეთუნეობის, ფეიქრობის, მეტალურგიისა და ხის ნაკეთობების ავთენტური გარემო იქნება შექმნილი, რომელიც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ფოლკლორული ანსამბლები „ნართი“, „მუსიკელი“, „ათძალი“, „ელესა“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“, „ქობულეთი“, „ფესვები“, „რასა“, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლები „არსიანი“ და „აფხაზეთი იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურ პროგრამას ანსამბლი „შვიდკაცა“, კვარტეტი „რანინა“, „თამადა“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“, „მგზავრები“, ტრიო „გოგლაურა“ და ბენდი „ქართული“ წარმოადგენენ. ფესტივალი 16:00 საათზე გაიხსნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურვლებს უფასოდ შეეძლება. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)