07:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 13:59:30, 679 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა დანიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს  ელჩს ანე ტოფტ სორენსენის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა სამინისტროს პრიორიტეტებსა და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრეს.

„დანიურმა მხარემ სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მოიწონა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.თავის მხრივ, ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკსის“ გენერალური მენეჯერი რანა აზფარ ზაფარი, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრს კომპანიის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა „ნოვო ნორდისკსის“ მიერ წარმოებულ , ინსულინებსა და ანტიდიაბეტურ საშუალებებზეც ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

შეხვედრას კომპანია „ნოვო ნორდისკის“ ბიზნეს განყოფილების უფროსი ტურალ მამედოვი და დანიის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი გიორგი ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics