12:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 14:28:50, 744 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ ვერა ფაღავას გამოფენის „მდუმარე ქალაქები“-ს ტურებზე გეპატიჟებათ

"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“ მასპინძლობს.  გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ჩანახატები, იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.

გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურებს და ტურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიეროთ ექსპოზიცია, გაეცნოთ ვერა ფაღავას შემოქმედებას და  მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფაქტებს. 

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.

გამოფენის ტურები გაიმართება "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცეში კ. მარჯანიშვილის  ქ. #7

• 18 ნოემბერი, 17:00 საათი - გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური

• 28 ნოემბერი, 19:00 საათი - გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური

• 2 დეკემბერი, 17:00 საათი - ხელოვანის, ნინო ქვრივიშვილის ტური

• 9 დეკემბერი, 17:00 საათი - ხელოვნებათმცოდნე, მარიამ დვალის ტური

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გამოფენა "თიბისისა" და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის (AC/VP) თანამშრომლობით ხორციელდება და 2024 წლის 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კურატორი ნინა ახვლედიანი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics