12:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 12:17:37, 602 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“

შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო  ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მოპოვებული წარმატება ხელს შეუწყობს თბილისის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას. 

„ქალაქ ლუგანოში, შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე (Swiss Tourism Awards), თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“.

აღნიშნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი იმ ქალაქებისა თუ მიმართულებების აღიარებაა, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ინარჩუნებენ საკუთარ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას. მოპოვებული ჯილდო კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს თბილისის, როგორც ტურისტულად უსაფრთხო და მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებასა და მისი უნიკალური პოტენციალის პოპულარიზაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო მედიაკომპანიის - „ვანდელასთის“ (Wanderlust) მიერ გამართულ ცერემონიაზე თბილისი ნომინირებულ იქნა „ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქის“ ჯილდოზე. 

„მე, როგორც ამ ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ თბილისი ასე წარმატებით ეცნობა მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქალაქს ბევრი ადამიანი ესტუმრება. ვცდილობთ, ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამართული საზოგადეობრივი ტრანსპორტით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics