11:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 13:27:12, 667 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი - მსურს, ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც უდანაშაულო ქართველის სისხლს არავის შეარჩენს

მსურს, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო და მსურს, ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს ამ ქვეყანას, რომელიც არავის არაფერს შეარჩენს, მით უმეტეს, უდანაშაულო ქართველის სისხლს, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, "გარეწარი რუსები", ვინც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, მიიღებენ იმ სასჯელს, რომელსაც ქართული კანონმდებლობით იმსახურებენ.

„მჯერა, მოვა დრო და ის გარეწარი რუსები, ვინც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, საქართველოს სასამართლოს დარბაზში, სასამართლოც რომ თავისუფალი იქნება, მიიღებენ იმ სასჯელს, რომელსაც ქართული კანონმდებლობით იმსახურებენ. ესენიც, ოთხოზორიას მკვლელებიც და ტატუნაშვილის მწვალებლებიც მიიღებენ სასჯელს, ასეთი საქართველო და ასეთი ხელისუფლება გვინდა რომ გვყავდეს ოდესმე მაინც", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics