13:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 10:09:45, 587 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადმოეცა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადმოეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და ერთ-ერთ ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა მადლობა გადაუხადეს კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან იღებს დაცული ტერიტორიების სააგენტო, როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, ტექნიკური აღჭურვის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან სააგენტომ მიიღო საფრენი აპარატი დრონი, რომლის გამოყენებაც ეფექტიანად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics