|
2023-11-10 11:10:24, 1126 ნახვა
პოლიტიკა
როთი - საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა
საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა, - ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. როთის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და მოსახლეობისთვის. "საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა - ის დაშორდა ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ, რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და მოსახლეობისთვის", - წერს როთი X-ზე (Twitter-ზე). შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)