|
2023-11-09 17:21:50, 756 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღარიბაშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ის მადლიერია პრეზიდენტ მაკრონის მხარდაჭერით და სჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე დაეხმარება. "მოხარული ვარ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით. მადლიერები ვართ პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროკავშირის გზაზე! გვჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, დაგვეხმარება წარმატებულ წინსვლასა და გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში გუშინ, 8 ნოემბერს გაემგზავრა. პარიზში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. პრემიერი და პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებენ მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)