15:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 21:52:55, 718 ნახვა

პოლიტიკა
„ჩვენი ხმა ევროპას“ - ორბელიანების სასახლესთან ღონისძიება გაიმართა

„ჩვენი ხმა ევროპას“ - ამ სახელწოდებით ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

შეკრება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიგეგმა და მისივე ინიციატივით დაიწყო ხელმოწერების კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“.

ზურაბიშვილმა დეკემბრის გადაწყვეტილებამდე ევროპის ლიდერებს სთხოვა, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭონ.

"მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.
 
მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!
 
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics