15:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 19:26:04, 708 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს

საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია, მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, იქნება ეს გატარებული რეფორმები თუ იმ არაერთი გამოწვევის დაძლევა, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს მიზანმიმართულად.

ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ხელის შეშლის, საბოტაჟის, პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმის, პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ერთგულია თავისი პრინციპების და არასდროს გადაუხვევს ქართველი ხალხის ნებას და ჩვენს მთავარ მიზანს.

უდავოა, საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში მიაღწია დიდ პროგრესს და ამის აღიარება, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

მადლობას ვუხდით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გასწია.

ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც კეთილსინდისიერად, პროფესიულად ემსახურება ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას ევროინტეგრაციის კუთხით.

მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics