|
2023-11-07 09:15:12, 1498 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ახლა არჩევნებისთვის მომზადების დრო არ არის, უკრაინა ოკუპანტებთან ბრძოლაზე უნდა კონცენტრირდეს
ახლა არჩევნებისთვის მომზადების დრო არ არის, უკრაინა ოკუპანტებთან ბრძოლაზე უნდა კონცენტრირდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, "ამა თუ იმ პოლიტიკური დავის" გადაჭრაზე სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ. „ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის დროს, როდესაც ამდენი გამოწვევაა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში ასე უაზროდ და თამაშით გავრცელება. მე ველოდები ყველა შესაბამისი სტრუქტურისა და თანამდებობის პირისგან კონკრეტულ პასუხებს იმ ამოცანებთან დაკავშირებით, რაც გვაქვს, რომელიც ახლა ობიექტურად ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. ეს ეხება სამოქალაქო ხელისუფლებას, სახელმწიფოს სამხედრო ელემენტებს, უკრაინის უმაღლეს რადას, უკრაინის უშიშროების სამსახურსა და სხვა სამართალდამცავ უწყებებს. მე მჯერა, რომ ახლა არ არის არჩევნების დრო. და თუ თქვენ გჭირდებათ, ბოლო მოუღოთ ამა თუ იმ პოლიტიკურ დავას და გააგრძელოთ მუშაობა ერთად, მაშინ სახელმწიფოში არის სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ, ბოლო მოუღონ ამას და მივცეთ საზოგადოებას ყველა საჭირო პასუხი, რათა ადგილი არ დარჩეს კონფლიქტებისა და სხვისი თამაშისთვის უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი პირადი დამოკიდებულება და მოწოდებაა, ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე ისევე, როგორც 24 თებერვალს; დავიცვათ იგი, გავანადგუროთ ოკუპანტი, ვიბრძოლოთ უკრაინის თავისუფლებისთვის, რომელიც ახლა მოიპოვება უკრაინისთვის ბრძოლებში“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)