13:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 13:35:29, 697 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ანკარაში ჰაკან ფიდანს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა. ამის შესახებ CNN წერს.

ანკარაში გამართულ შეხვედრამდე სახელწიფო დეპარტამენტი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ფიდანთან ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და  კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილების აუცილებლობას გაუსვამდა ხაზს.

ბლინკენი ისრაელსა და ღაზას სექტორში "სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობაზეც" ისაუბრებდა, როგორც ამას სახდეპი იტყობინება.

CNN წერს, რომ თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, არ არის მოსალოდნელი, რომ ენტონი ბლინკენი შეხვდეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც "ღაზაში ისრაელის ქმედებებს" მკაცრად გმობს და ამბობს, რომ თურქეთი ისრაელის "ომის დამნაშავედ" გამოცხადებას გეგმავს.

ერდოღანი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კომუნიკაციას წყვეტს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთამდე ერაყს, ისრაელს, იორდანიას, დასავლეთ სანაპიროსა და კვიპროსს ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics