|
2023-11-03 18:31:42, 1436 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 273 ოჯახს დაეხმარება
დღეს,სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 275 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. დადებითად გადაწყდა 273 ოჯახის საკითხი. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 729 133 ლარი გამოეყოფათ. „შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ. სხდომაზე კომისიის წევრებმა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს. მიმდინარე წელს, ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, 520 ოჯახზე უკვე გამოყოფილია 4 676 395 ლარი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)