17:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 15:33:36, 915 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის საგარეომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული შანი ლუკის გარდაცვალება დაადასტურა

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლების მიერ მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული და ტყვედ აყვანილი შანი ლუკის გარდაცვალება დადასტურდა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

ისრაელის საგარეო უწყების ცნობით, შანი ლუკი "ჰამასმა" მუსიკალური ფესტივალიდან გატაცების შემდეგ აწამა და მისი სხეული ქალაქში ჩამოატარა. 

"განადგურებულები ვართ გაგიზიაროთ, რომ დადასტურდა 23 წლის გერმანელ-ისრაელელი შანი ლუკის გარდაცვალება. "ჰამასის" ტერორისტებმა შანი მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს, ღაზაში აწამეს და მისი სხეული ქალაქში ჩამოატარეს. მან გაუგონარი საშინელებები განიცადა. ჩვენი გული გატეხილია. კურთხეული იყოს მისი ხსოვნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

შანი ლუკის გარდაცვალებას ასევე ადასტურებს გოგონას დედაც.

"სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ შევიტყვეთ, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარაა", - განუცხადა შანი ლუკის დედამ, რიკარდა ლუკიმ გერმანულ გამოცემა RTL-ს. 

როგორც გამოცემა წერს, რიკარდა ლუკიმ ქალიშვილი "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ტატუებით ამოიცნო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics