17:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-29 15:17:05, 733 ნახვა

მსოფლიო
გუტიერეში - ვწუხვარ, რომ ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააძლიერა

ვწუხვარ, რომ ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააძლიერა,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ვიზიტის დროს განაცხადა.

გენმდივნის თქმით, ღაზას სექტორში ვითარება "სულ უფრო მეტად იძაბება".

"ღაზას სექტორში ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება. ვწუხვარ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააძლიერა",- ამბობს ანტონიო გუტიერეში.

შეგახსენებთ, მანამდე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და რომ პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან".

აღნიშნულ განცხადებას გაეროში ისრაელის ელჩი გილად ერდანი გამოეხმაურა, გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა და თქვა, რომ ისრაელი გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე უარს იტყვის. 

აღსანიშნავია ასევე, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics