11:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 22:03:43, 661 ნახვა

ეკონომიკა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გვაძლევს შესაძლებლობას, მის მონაწილეებს ვაჩვენოთ, რა რეფორმებს ვახორციელებთ საქართველოში

„აბრეშუმის გზის ფორუმის" ისტორია რეალურად 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გაეროში განაცხადა, რომ საქართველო აპირებს ძველი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას და ხელშეწყობას. ამას მოყვა რიგი ფორუმებისა 2015, 2017 და 2019 წლებში და წელს ეს მასშტაბური ღონისძიება მეოთხედ ჩავატარეთ, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თბილისის "აბრეშუმის ფორუმის" მუშაობაში.

მინისტრის მოადგილის თქმით, ფორუმის მიმართ მონაწილეთა ასეთი დიდი კონცენტრაცია, მეტყველებს სხვადასხვა ქვეყნის განსაკუთრებულ ინტერესზე ჩვენი რეგიონის და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ.

„ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ახლა ფართო რეგიონსა და მსოფლიოში არ არის მშვიდი პერიოდი, ამ ვითარებაში კი თბილისის ფორუმის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი მეტყველებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი. ფორუმზე გაჟღერებული მესიჯებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის წარმატებულად ჩავატარეთ. აბრეშუმის გზის ფორუმი გვაძლევს შესაძლებლობას, მის მონაწილეებს ვაჩვენოთ, რა რეფორმებს ვახორციელებთ  საქართველოში, რა შედეგები მივიღეთ უახლოეს პერიოდში და რას ვგეგმათ მომავალში. ასევე ვაჩვენოთ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი რეგიონის ქვეყნებთან და რა ნაბიჯებს ვდგამთ, სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics