|
2023-10-26 11:21:57, 1528 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია - დანდალოს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
დანდალოს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ანზორ გოგიაშვილმა და მაჟორიტარმა ოთარ ხარაძემ ადგილზე მოინახულა. "დანდალოს ადმინისტრაციული შენობის, რომელშიც განთავსებულია საკონცერტო სცენა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი და ადმინისტრაციული ოფისი სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,კაიზერი" აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა წყალ-კანალიზაციის სისტემა, ელექტრო სისტემა, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემები, კეთილმოეწყობა შიდა ინტერიერი და გარე ფასადი. შენობა მთლიანად რეაბილიტირებული იქნება თანამედროვე ტიპის სტანდარტებით და ადაპტირებული შშმ პირებისათვის. დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეეძლება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ერთ სივრცეში ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)