|
2023-10-20 15:48:01, 940 ნახვა
რეგიონი
22 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში, „შუახევობა-2023“ გაიმართება
22 ოქტომბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „შუახევობა-2023“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები. ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო. „მოეწყობა შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა, საბავშვო გასართობი აქტივობები, სამეწარმეო მარკეტი, ხელნაკეთი ნივთების, სოფლის მეურნეობის ნობათისა და ადგილობრივი წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, აჭარული კერძების დაგემოვნება. გაიმართება საპატიო შუახეველების დაჯილდოების ცერემონია, ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სპორტული აქტივობები. მონაწილეობენ: „ზე-კართან“, „ჭვანა“, „ფესვები“, „შუახევი“, „მარეთი“, „ნაი“, ბენდი „117“, ხელოვნების სკოლის გუნდი, სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. სპორტული აქტივობა: ნარდი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი. ღონისძიება დასრულდება ჩვენი ქვეყნის წამყვანი მომღერლების ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“, „ნიკოლშოუს“ და ვერიკო ტურაშვილის კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)