02:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 09:48:52, 757 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას,- ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელ ღაზაში, ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას.

მიშელის თქმით, აფეთქების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის დროს შეიტყო.

"ეს ინფორმაცია მაშინ მივიღეთ, როდესაც ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე ვიყავით შეკრებილი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას",- განაცხადა მიშელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, რასაც 500-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საავადმყოფოში აფეთქება ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია. თავად „ისლამური ჯიჰადი“ აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics