10:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 15:04:07, 635 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკითხის განხილვას ხვალ დავიწყებთ

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკითხის განხილვას ხვალ დავიწყებთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, განხილვის პროცესში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს.

"საქართველოს რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს იმპიჩმენტის საკითხის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკი. გთავაზობთ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი დაადგენს: საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულს საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17-20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა ასე, რომ ხვალ 12:00 საათზე ჩვენ დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით",- განაცხადა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics