11:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 13:42:34, 863 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - არ ვიცი რას გულისხმობდა ზელენსკი, საქართველოს პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსული აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

ჩიქოვანის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა ზელენსკი, თუმცა, საქართველოს ერთი პოზიცია აქვს, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას გულისხმობს.

„ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში რას გულისხმობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ძალიან ბევრი სპეკულაცია ყოფილა, მათ შორის, უკრაინელი ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოს პოზიცია არის ერთი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ მშვიდობიანი გზით და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ავაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს.“ - განუცხადა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics