11:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 13:07:49, 794 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

სამწუხარო ფაქტია, როდესაც ოპოზიცია და ამაში აიყოლიეს საკუთარი ტელევიზიები, სპეკულირებენ, რომ საქართველო არ ასრულებს რომელიმე რეკომენდაციას. თვით ევროკავშირის შეფასებებშიც კი არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე არ ასრულებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის შეფასებებში საუბარია საქართველოს პროგრესზე და იმ კონკრეტულ დეტალებზე, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, თუმცა არის კონკრეტული დეტალები, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება. იცით, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, ბატონი ბორელი იმყოფებოდა აქ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ოფიციალური შეხვედრის გარდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ეტაპი ჩვენს თანამშრომლობაში, სადაც დავაკოორდინირეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიგვეღო, რომლებიც უნდა დაგვეზუსტებინა და ეს პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია ინიცირებული, მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა იქნა შემოთავაზებული დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ოქტომბრის ბოლოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics