06:16 - 28 Jun, 2026
|
2023-10-12 12:01:33, 675 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემის ცნობით, პუტინი ხვალ, 13 ოქტომბერს დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ს სამიტს დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან, შეხვედრის მთავარი თემა კი, ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა იქნება. ვლადიმერ პუტინი შეხვედრას გამართავს ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. ორი ქვეყნის ლიდერი მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავს. რუსეთის პრეზიდენტი ტაჯიკეთის ლიდერს, ემომალი რაჰმონსაც შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)