10:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 18:36:02, 791 ნახვა

მსოფლიო
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 2 156 ადამიანი, ათობით პირი კი, "ჰამასის" წევრებმა ღაზას სექტორში გადაიყვანეს.

საზღვრისპირა დასახლებებში შეტაკებები მიმდინარეობს. პარალელურად, 20-მდე დასახლებული პუნქტიდან მოსახლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

IDF-ის ცნობით, "ჰამასის" 400-ზე მეტი წევრის ლიკვიდაცია მოახდინეს.

შეგახსენებთ, დღეს, 8 ოქტომბერს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

მანამდე კი, ქვეყანამ არაერთი იერიში განახორციელა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს, ისრაელის სამხრეთში მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყო.

ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics