16:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 12:41:02, 685 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკენი - 2014 წელს და მანამდე საქართველოში პუტინის რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ ის უარყოფს ფუნდამენტურ პრინციპებს

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ასევე 2014 წელს და მანამდე საქართველოში პუტინის რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ ის უარყოფს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ტერიტორიული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბეიკერის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში დისკუსიისას განაცხადა.

ბლინკენის თქმით, მსოფლიო "ცივი ომის" შემდგომი ერის დასასრულის მიჯნაზე იმყოფება.

"ვფიქრობ, საჭიროა, დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს კარგად გაცნობიერებული, რა ხდება სინამდვილეში. და ეს ჩვენთვის ძალიან ნათელია. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგათ და შევხედავთ, რა ეტაპზე ვართ, ჩვენ გვაქვს "ცივი ომის" შემდგომი ერის დასასრული. მიმდინარეობს ინტენსიური კონკურენცია, რათა მოხდეს იმის ფორმირება, თუ რა იქნება შემდგომ. ერთ-ერთი კონკურენტი არის რუსეთი და პუტინის რუსეთის ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა არა მხოლოდ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ, სულ მცირე, 2014 წელს და შესაძლოა, მანამდე, საქართველოში 2008, 2009 წელს, აჩვენებს, რომ ის უარყოფს არსებულ წესრიგს, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს წესრიგს - ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას",- განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics