|
2023-10-03 17:08:11, 610 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ომს არ ვაპირებთ, საქართველო მშვიდობით დაიბრუნებს თავის ხალხს და თავის ტერიტორიებს
ომს არ ვაპირებთ. იმდენად უნდა დავნერგოთ ე.წ. ტრენდი, სამშვიდობო ტრენდი, შერიგების, მშვიდობიანი განვითარების ტრენდი, რომ მომავალმა ხელისუფლებებმაც სხვანაირად ვერ და არ ილაპარაკონ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, საქართველო "მშვიდობით დაიბრუნებს თავის ხალხს და თავის ტერიტორიებს". „ეს იქნება მთავარი გზავნილი ყოველთვის ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების მიმართ, რომ საქართველო მშვიდობით დაიბრუნებს თავის ხალხს, თავის ტერიტორიებს და მშვიდობით გავერთიანდებით, მშვიდობით ვაპატიებთ ერთმანეთს იმას, რაც საპატიებელია წარსულიდან. მაგრამ ყოველგვარი პროვოკაცია, თუ ოკუპანტი ქვეყნიდან და თუ ქართული რადიკალური, მავნებლური ოპოზიციიდან წამოვა, ამასაც პასუხს გავცემთ და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით კონკრეტულ რეაგირებას ყოველთვის მოვახდენთ“,- განაცხადა მდინარაძემ. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა: „თქვენი აზრით ხომ პრორუსული ხელისუფლება გყავთ ამ ქვეყანაში ჩვენი სახით, გულწრფელად ხომ ასე მიგაჩნიათ და ლავროვი რომ აფხაზეთში ჩადის, ამის გამორიცხვა რატომ ვერ უზრუნველვყავით? საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ, თქვენ რომ ასე ატყუებთ საზოგადოებას, რატომ ვერ უზრუნველყო ის, რომ ყოველ მესამე დღეს არ იყოს ისეთი მესიჯები, რომელსაც გამოიყენებთ და საქართველოს ხელისუფლებას ამით არ დაესხმებით თავს? ესე იგი, ცოტა სხვანაირად არის საქმე. ის რომ ბორდერიზაციას აგრძელებენ დღემდე და ლავროვი, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, აფხაზეთთან დაკავშირებით ასეთ პოზიციას ქმედებითაც და სიტყვიერადაც რომ ახმოვანებს, ეს ხომ ოკუპაციის თანმდევი ძალიან მავნე შედეგებია. ამას ხომ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით და ჩართულობით უნდა ვებრძოლოთ და თქვენ ამ დროს საქართველოს ხელისუფლებას რუსულს უწოდებთ. ამაშია მთელი მავნებლობა იმ ნარატივის, რომელსაც ახორციელებს აბსოლუტურად ტყუილზე, ფარსზე დაყრდნობით ქართული ე.წ. ოპოზიცია“,- უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)