17:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 14:49:42, 665 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია „ოცნებას“ - პრეზიდენტს ებრძვით იმიტომ, რომ სტატუსის მიღების გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობდა

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ებრძვით საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის ცდილობდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კორძაიამ სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის დეპუტატებს ასევე უთხრა, რომ  "სრულად უსაფუძვლო არგუმენტებით აფუჭებენ ურთიერთობას საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოსთან, სერბეთთან".

"თქვენ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყეთ პროცესი, სადაც ყველანაირად ადასტურებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ებრძვით საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის ცდილობდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

თქვენ საქართველოდან გააძევეთ სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პრაქტიკულად, სრულად უსაფუძვლო არგუმენტებით ურთიერთობას აფუჭებთ ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოსთან. თქვენ დაიწყეთ რეპრესიები სახელოვნებო სფეროში საუკეთესო ტოტალიტარული კომუნისტურ სტილში და ამას აგრძელებთ კონსერვატორიაში. თქვენ შექმენით ხვრელი საქართველოში სანქციების თავის არიდებისთვის და თურნავას მიერ ხელმოწერილი ბრძანება ჯერ კიდევ ძალაშია, რომელიც გასაუქმებელია",- განაცხადა კორძაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics