17:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 14:27:11, 741 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა პაპუაშვილს - პარლამენტში ისე ზიხართ, როგორც ბუტაფორია

ამ პარლამენტში ჩვენ, არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი, მხოლოდ ასე ზიხართ. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და მთავარ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, იღებს ივანიშვილი,- ასე მიმართა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე.

ბოკუჩავას თქმით, "ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად შეშინებულად გამოიყურება, რადგან მას ამერიკელების სანქციების, ქართველი ხალხის პროტესტისა და რუსეთისგან სიკვდილის ეშინია, ვინაიდან მან პუტინის მთავარი დავალება ვერ შეასრულა".

"მე დღეს მოგმართავთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, შევიდეთ პრეზიდენტ სააკაშვილთან, ამგვარი დრაკონული აკრძალვა არც ერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია, როგორ გადაწყვეტილებასაც იღებთ თქვენ და კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენ არ იღებთ იმიტომ, რომ ამ პარლამენტში ჩვენ, არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი, მხოლოდ ასე ზიხართ. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და მთავარ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, იღებს ივანიშვილი, რომელიც "ეფესბეს" დავალებით დევნის პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგაც საბრალდებო დასკვნა სწორედ "ეფესბეში" დაიწერა, სწორედ სანქცირებული ფარცხალაძის მიერ, რომელსაც ამერიკელები ღიად ამხელენ იმაში, რომ ის რუსულ საქმეს აკეთებს და დიახ, დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ დღეს უკიდურესად შეშინებულად გამოიყურებით, არა თქვენ პერსონალურად მხოლოდ, ბატონო შალვა, როდესაც სარგებლობთ ბოროტად თქვენი დისკრეციული უფლებამოსილებით, რომ არ შეუშვათ დეპუტატები პრეზიდენტ სააკაშვილთან, უკიდურესად შეშინებულად გამოიყურება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამერიკელების სანქციების ეშინია, ქართველი ხალხის პროტესტის ეშინია და ამიტომ გაღებინებთ ამ სამარცხვინო მორიგ "რუსული კანონის" ნაირსახეობას პარლამენტში და რუსეთისგან მას სიკვდილის ეშინია, რატომ? იმიტომ, რომ მან პუტინის მთავარი დავალება ვერ შეასრულა და ვერ მოახერხა საქართველოს რუსიფიკაცია და ამას ის ვერასოდეს მოახერხებს",- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics