19:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 18:07:34, 798 ნახვა

პოლიტიკა
Edison Research - 50%-ის აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 50%-ის აზრით - ვერ

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს მოსახლეობის 50% თვლის, რომ 2023 წლის ოქტომბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ საქართველო ოქტომბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. 

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics