21:00 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 13:24:37, 814 ნახვა

პოლიტიკა
იოზვიაკი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება

'რადიო თავისუფლების'' ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით,  გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე ავრცელებს.

"ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება",- წერს იოზვიაკი.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით, 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა რიგით 6 შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 ივნისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით,12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული 1 პირობა; მეტწილად შესრულებულია 2; ნაწილობრივ შესრულებულია 7 და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის 2 პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics