21:00 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 10:42:16, 658 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას

პრეზიდენტი ამბობს, რომ კი, არღვევს კონსტიტუციას, ფაქტობრივად, აღიარება გამოდის, მაგრამ ამას აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი იმისთვის, რომ ქვეყანა გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. 

მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც კანდიდატის თემას იყენებს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ესეც ამ სცენარის ნაწილია და აქაც მთავარ საბაბად კონსტიტუციის დარღვევისთვის სალომე ზურაბიშვილიც იყენებს კანდიდატის თემას. სადაც არ უნდა წახვიდე, როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან რადიკალური ოპოზიცია თავის სალომე ზურაბიშვილით უკვე, ისინი საბაბად ყოველ ჯერზე იყენებენ სწორედ კანდიდატის თემას. ამ შემთხვევაშიც, ის ამბობს, რომ კი, არღვევს კონსტიტუციას, ფაქტობრივად, აღიარება გამოდის, მაგრამ ამას აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი იმისთვის, რომ ქვეყანა რაღაცნაირად გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება მიმდინარე ვიზიტებს, ირაკლი კობახიძის თქმით, "ესეც ამის მორიგი გამოხატულებაა". 

"გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული სალომე ზურაბიშვილი, ამას შეიძლება ვუწოდოთ კერძო ვიზიტი, მაგრამ სინამდვილეში ის კვლავაც უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ე.წ. ოფიციალურ სამუშაო ვიზიტებს ახორციელებს. პროტოკოლის ყველა წესის დაცვით ხორციელდება ეს ვიზიტები, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის განგრძობითი პროცესი, რაც მან დაანონსა, თქვა, რომ უხეშად კონსტიტუციის დარღვევას განაგრძობს, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics