18:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 09:15:10, 698 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი ისტორიულია

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ახალი პაკეტი ისტორიულია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის, რაც აქამდე ფანტაზია იყო, რეალობად იქცა.

"არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის შესახებ. ეს ბოლო დრომდე აბსოლუტური ფანტაზია იყო, მაგრამ უკვე რეალობად ვაქცევთ...

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კანადის მთავრობას მზადყოფნისთვის, გამოყოს დაფინანსება ჰოლოდომორის მუზეუმის დასრულებისთვის. სიმბოლურია, რომ კანადა მხარს უჭერს უკრაინას ისტორიული მეხსიერების დაცვაში",- ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლის შემდეგ კანადაშიც იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics