00:30 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 09:21:09, 690 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ

საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს, 22 სექტემბერს, უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ განცხადებას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.

"მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. 

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 22 სექტემბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა უნდა გაიმართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics