18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 17:43:46, 1110 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალდება დაუმტკიცა

დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალდება დაუმტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანაშაულისა და ანტიტერორისტული სამმართველოს ხელმძღვანელი ნიკ პრაისი ავრცელებს.

პრაისის თქმით, საუბარია სამ მამაკაცსა და ორ ქალზე, რომლებიც "აგროვებდნენ მტრისთვის ირიბად ან პირდაპირ სასარგებლო ინფორმაციას".

"CPS-მა დაამტკიცა ბრალდება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცისა და ორი ქალის წინააღმდეგ.

ორლინ რუსევი - 45, ბიზერ ჯამბაზოვი - 41, კატრინ ივანოვა - 31, ივან სტოიანოვი - 31 და ვანია გაბეროვა - 29 წლის. ეს პირები ბრალდებულნი არიან ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად სასარგებლო იქნება მტრისთვის იმ საზიანო მიზნებისთვის", - განაცხადა ნიკ პრაისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics