19:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 09:48:13, 1208 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ბლინკენი, შესაძლოა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, შესაძლოა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

მაღალჩინოსნის თქმით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ბოლო მოვლენები "განსაკუთრებით საშინელი და საშიშია, ამიტომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეინარჩუნებს კონტაქტს ყველა მხარესთან".

Reuters-ის ცნობით, ბლინკენი მოლაპარაკებებში უახლოეს 24 საათში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

ამასთან, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 2 ადამიანი, რომელთა შორის ერთი ბავშვია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics