|
2023-09-19 13:15:09, 670 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს
მედიის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას მოჰყვეს აქციები, თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს, რომ ზოგადად, აქცია, როგორც პროტესტის ფორმა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. „აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს. ეს ხომ გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რომ შენი პროტესტი დააფიქსირო რამეზე, მაგრამ, როდესაც შენ ეს პროტესტი გადაგყავს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში, ადამიანების ცოცხლად დაწვაში და შემდეგ, მომდევნო დღეების განმავლობაში ამართლებ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან დიდი დანაშაული. ამიტომ ვამბობ, ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები რისი მკადრებლები არიან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. „საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა ყველანაირი კრიტერიუმით, თუმცა მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება. შემდეგ თვითონვე ამბობდნენ, გახსოვთ მათი განცხადებები, რომ არ იყო სწორი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მიანიჭეს. ეს გადაწყვეტილება გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ ეს საკითხი გამოეყენებინათ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად იმ აქტორებს, ვინც აორგანიზებს და ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში მოხდეს გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდით. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)