|
2023-09-18 14:06:54, 1181 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
ბათუმში წელს სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი ბაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა. "ბაღები ადაპტირებულია, კეთილმოეწყო ეზოები, განთავსდა ფანჩატურები და საბავშვო ატრაქციონები. სამივე ბაღი, ჯამში, 810 აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 147 თანამშრომელი. მიმდინარე წელს, ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აშენდა 3 და იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. 2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული. საბავშვო ბაღები აშენდა ქათამაძის ქ. #38-ში, ბაგრატიონის ქ. #127-ში და დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქ. #7-ში. ბათუმში ახალი ბაღების გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)