|
2023-09-13 22:50:03, 1622 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისია უარყოფს, რომ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინეს
ევროკომისიამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკომისიაში უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინეს. შესაბამისი ინფორმაცია მანამდე პოლონურმა მედიამ გაავრცელა. სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, მირიამ გარსია ფერერმა განაცხადა, რომ ის ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, რადგან ის არასწორია. ცნობისთვის, 15 აპრილს პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 12 სექტემბერს პოლონეთის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებდა, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა გაეხანგრძლივებინა, რომლის ვადაც 15 სექტემბერს იწურება. ამასთან, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, კიევი არ არის მზად, პოლონეთის იმპორტის აკრძალვას შეეგუოს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)