|
2023-09-11 13:08:42, 1224 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე "იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია“. აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ მხარეები ესწრებოდნენ. "შეხვედრაზე იმუნიზაციის კომუნიკაციის სპეციალისტებმა წარადგინეს პრეზენტაცია ქვეყნის იმუნიზაციის სიტუაციის ანალიზზე, ბოლო დროს ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის ძირითად მიგნებებზე, იმუნიზაციის საკომუნიკაციო კამპანიის მიზნებზე, ამოცანებსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განხილული იქნა ასევე, იმუნიზაციის მოთხოვნის წარმოქმნასთან დაკავშირებული ადგილობრივი ბარიერები, გამოწვევები და შესაძლებლობები",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)