12:08 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 17:37:04, 1498 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - მცდარია ინფორმაცია, რომ ომის დროს 70 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

მცდარია ინფორმაცია, რომ ომის დროს 70 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინული მხარე ყოველდღიურად აკვირდება ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ავრცელებენ ჟურნალისტები დეზინფორმაციას უკრაინის დანაკარგების შესახებ.

"დასავლელი ჟურნალისტების მონაცემები იმის შესახებ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს 70 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ჯარი სულაც არ არის ამხელა, რომ 70 000 სამხედროს დანაკარგზე ვისაუბროთ.

2022 წლის 24 თებერვლიდან ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა პროცესს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ავრცელებენ ჟურნალისტები ასეთ დეზინფორმაციას ჩვენი დანაკარგების შესახებ", - განაცხადა დანილოვმა.

ცნობისთვის, 29 აგვისტოს ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის ფარგლებში 70 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 120 ათასი კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics