12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-28 14:26:25, 1348 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მომავალ წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შესაძლებელია

2024 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ომის მიუხედავად, შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი უკრაინას ფინანსურად დაეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი დემოკრატიული პროცესის აკრძალვა, როგორიც არჩევნებია, შეუძლებელია და გამოთქვამს მზაობას პარლამენტთან ერთად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

"ჩვენ ვიცავთ დემოკრატიასა და ჩვენს მიწას. ამიტომაც განიხილება არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის აკრძალვაც შეუძლებელია. (არჩევნების ჩასატარებლად) ჩვენ გვჭირდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და თუ ჩვენი პარლამენტის წევრები მზად არიან, უნდა დავიწყოთ სწრაფი მოქმედება

არ მსურს გამოვჩნდეთ ისე, თითქოს ძალაუფლებას ვებღაუჭებით. ძალიან მსურს, რომ მომავალ წელს შევძლოთ არჩევნების ჩატარება", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics