|
2023-08-23 11:48:51, 1121 ნახვა
რეგიონი
ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა ახალგაზრდებისთვის მოლაშქრეთა კლუბ „ბედნიერი ბილიკები“-ის ფარგლებში მთა ნაკონაღვარზე ლაშქრობა მოაწყო.
ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა ახალგაზრდებისთვის მოლაშქრეთა კლუბ „ბედნიერი ბილიკები“-ის ფარგლებში მთა ნაკონაღვარზე ლაშქრობა მოაწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე მოლაშქრეებს შეხვდა. ისაუბრეს გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, მოისმინა მათი წინადადებები და მხარდაჭერა გამოუცხადა. „მივესალმები თქვენს ინოვაციურ იდეებს, მუნიციპალიტეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და გაძლიერება, წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდა ჩვენი ქვეყნის მომავალია",- აღნიშნა როლანდ ბერიძემ. „ მოლაშქრეთა კლუბ "ბედნიერი ბილიკები"-ის თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა კვლავ გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook გვერდს: Keda Tourism Development Center LLC. მერი, ასევე შეხვდა მთა ნაკონაღვარის მოიალაღეებს, მოისმინა მათი საჭიროებები. მოსახლეობას გადაეცა სასმელი წყლის მილები, რაც აღმოფხვრის მთაში წყლის პრობლემას, ასევე უახლოეს პერიოდში იგეგმება საავტომობილო გზის მოწესრიგება“,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)