09:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 20:11:26, 668 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - რეგულაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, პირდაპირ ეხება პაციენტების მომსახურების და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხს

2023 წლის ბოლომდე, ბევრი ახალი სტანდარტი და რეგულაცია შემოგვაქვს, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის სისტემაში, პაციენტზე ზრუნვისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისკენ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სექტემბრიდან, ძალაში შედის რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები, რომელიც ქვეყანაში, ამ დრომდე არ არსებობდა და პირველად ინერგება.

„ცვლილების მიხედვით, მკაცრად არის განსაზღვრული, რა აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს კლინიკას. ასევე - ოთახის მოწყობის წესი, თითოეულ პაციენტსა და საწოლზე ექიმების, ექთნების, თუ რეანიმატოლოგების რაოდენობა. ეს სტანდარტები, ერთხელ და სამუდამოდ, მოაწესრიგებს რეანიმაციულ და ქირურგიულ მომსახურებას. შესაძლებლობას მოგვცემს,  პაციენტი იმართოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების რისკი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics