|
2023-08-17 15:55:32, 927 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი კობახიძეზე - კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი
ირაკლი კობახიძის ნაბიჯი იყო ღირსეული ადამიანის ნაბიჯი - როგორც პოლიტიკოსმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ხელისუფლების წარმომადგენელმა ბოდიში "ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო" მოიხადა. "თუ ვინმეს ამ პერიოდში რამე გარკვეული, ასე ვთქვათ, წყენა ან ასეთი სულიერი ტკივილი მიადგა ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა, რომ ბოდიში იმიტომ, რომ ხელისუფლება ამას აღიქვამს, როგორც თავისი ხალხის ტრაგედიას და არა სხვის ტრაგედიას, გამომდინარე აქედან, ირაკლი კობახიძის ნაბიჯიც, ეს იყო, პირველ რიგში, როგორც ერთი ადამიანის ღირსეული ნაბიჯი და როგორც პოლიტიკოსის ნაბიჯი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი",- თქვა ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასწორი და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შოვში, სტიქიის დროს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს. მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის, რომელიც ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი გადარჩენილის, დავით ჯელაძის ისტორიას, გაუგებარი იყო, რატომ გახდა საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა", როცა "უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა". აღსანიშნავია, რომ კობახიძის ამ განცხადებას იმავე დღესვე გამოეხმაურა სტიქიურ უბედურებას გადარჩენილი დავით ჯელაძე და თქვა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გადარჩენილებს შეურაცხყოფა მიაყენა. გუშინ, 16 აგვისტოს, ირაკლი კობახიძე შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთხელ ჩავიდა და მედიასთან გაკეთებული კომენტარის დროს აღნიშნა, რომ დავით ჯელაძეს შეხვდა და მისგან პირადად მოისმინა ისტორია, რომელიც შოვში გადახდათ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "გამოხატავს სინანულს", რომ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)